Monday, July 9, 2018

მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ნაყოფიერად წარიმართა, შევისწავლეთ პროექტის მიმართულების განსაზღვრა, დავგეგმეთ სასკოლო პროექტი, გავეცანით ერთმანეთის იდეებს და ბლოგების საშუალებით მივაწოდეთ ჩვენი იდეები,ან შევიტანეთ შენიშვნები. ვისწავლეთ ბროშურის დაგეგმვა, რაც მშობლისთვის საინფორმაცია მნიშვნელობისაა. ვიმუშავეთ ბროშურის დიზაინზე.

Thursday, July 5, 2018

პროექტის იდეა: მოვიძიოთ  ისტორიული ძეგლები ნაფარეულის ზონაზე, სადაც ბევრი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე  ეკლესია-მონასტერია. საკუთარი სოფლის ან ქალაქის ისტორიის ცოდნა მოსწავლეებს უნერგავს წარსულის პატივისცემას, უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაში.   გამოვიკვლიოთ და შევქმნათ ციფრული კატალოგი, რომელიც განთავსდება ინტერნეტ სივრცეში. ეს ხელს შეუწყობს საკუთარი სოფლის კარგად გაცნობას და პოპულარიზაციას. ასევე, მიზანია შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა საუკუნეებში აგებული ისტორიული ძეგლები, თუ რა არის დამახასიათბელი კონკრეტულ საუკუნეში აგებული ძეგლისთვის, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს.
მოსწავლეები თავის ნამუშევარს წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას.