Thursday, July 5, 2018

პროექტის იდეა: მოვიძიოთ  ისტორიული ძეგლები ნაფარეულის ზონაზე, სადაც ბევრი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე  ეკლესია-მონასტერია. საკუთარი სოფლის ან ქალაქის ისტორიის ცოდნა მოსწავლეებს უნერგავს წარსულის პატივისცემას, უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაში.   გამოვიკვლიოთ და შევქმნათ ციფრული კატალოგი, რომელიც განთავსდება ინტერნეტ სივრცეში. ეს ხელს შეუწყობს საკუთარი სოფლის კარგად გაცნობას და პოპულარიზაციას. ასევე, მიზანია შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა საუკუნეებში აგებული ისტორიული ძეგლები, თუ რა არის დამახასიათბელი კონკრეტულ საუკუნეში აგებული ძეგლისთვის, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს.
მოსწავლეები თავის ნამუშევარს წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას.

7 comments:

  1. იდეა კარგია, განავრცე!
    წარმატებებს გისურვებ!

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, თქვენც წარმატებებს გისურვებთ!

      Delete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. გავეცანი შორენას იდეას. იდეა მისაღებია. აუცილებელია სკოლის ბავშვები იცნობდნენ თავიანთი სოფლის ღირშესანიშნავ ისტორიულ ძეგლებს.იდეას ვეთანხმები.

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი და საინტერესო იდეაა. აუცილებლად გამოიწვევს დიდ ინტერესს მოსწავლეებში. გისურვებთ წარმატებას!

    ReplyDelete
  5. მადლობა, თქვენ რჩევას გავითვალისწინებ!

    ReplyDelete