Thursday, July 19, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო, შემაჯამებელი დღეა. ჩვენ შეჯამება მოვახდინეთ ტრენინგის განმავლობაში ჩვენი მუშაობის. მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევრების პრეზენტაციები, შევაფასეთ და მივეცით რეკომენდაციები საჭიროების მიხედვით. ყველაფერი ძალიან საინტერესო და ამასთანავე, სახალისო გამოვიდა. გავიცანით ერთმანეთი.  კმაყოფილი და სავსე მივდივარ ამ ძალიან ნაყოფიერი ტრენინგიდან. მადლობა ქ-ნ ლალი გიგაურს ძალიან საინტერესო და პოზიტიური დღეებისთვის.

Wednesday, July 11, 2018

მეხუტე დღის რეფლექსია

დრევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, ჩვენ გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, რისი საშუალებითაც სასწავლო პროექტის მიზნები და მიმართულებები ჩამოვაყალიბეთ. დავწერეთ ბლოგზე, გამოვაქვეყნეთ. გავეცათ ერთმანეთის ნამუშევარს და დავუკომენტარეთ

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
1. რა გავლენა აქვს რელიგიებს სახელმწიფოს განვითარებაზე.

თემატური კითხვები:
1. რა დაშნულება ჰქონდა ეკლესიას საზოგადოებრივ ცხოვრებში.
2. როგორ ვითარდებოდა საეკლესიო ცხოვრება სხვადასხვა ეპოქაში.
3. რა ინფორმაცის გვაწვდის ნაფარეულში არსებული ეკლესია-მონასტრები.

შინაარსობრივი კითხვები:
1. რომელ საუკუნენეშია აგებული ნაფარეულის მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია
2. რა დამახასიათებელი ნიშანი გამოარჩევს ნაფარეულის სამების ტაძარს სხვა ეკლესია-მონასტრებისგან.

პროექტის მოკლე მიმოხილვა


ისტორიული ძეგლების მოძიება  და კვლევა ნაფარეულის ზონაზე
ისტორიული ძეგლები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ხშირად ხდება სოფლის ისტორიული წარსულით დაინტერესება. ადამიანებს უჩნდებათ კთხვებიკონკრეტულ ძეგლთან დაკავშირებით, რომელ საუკნეშია აგებული, რომელი მეფის დროს აიგო, რა იყო თავდაპირველად ისტორიული ძეგლის დანიშნულება, რამ გამოიწვია ძეგლის დაზიანება და ა.შ. ჩვენი პროექტის მიზანია, ადგილზე ძეგლების მონახულება, მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში, ადგილობრივი  მოსახლეობისაგან, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ძეგლის შესახებ, აიღებენ ინტერვიუს. ყველა სახის ინფორმაცია შეჯერდება, დახარისხდება და შეიქმნება ციფრული ფორმატი, რაც შემდეგ წარედგინება სასკოლო საზოგადოებას.

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ ისტორიული ძეგლების მონახულებას ნაფარეულის ზონაზე,  ინფორმაციის მოძიებას ელექრონულად, ასევე ისტორიული ძეგლების შესახებ მოიძიებენ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერვიუს საშუალებიოთ, ადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქაში აგებულ ძეგლებს და გამოკვეთავენ მსგავსება-განსხვავებას. აჯერებენ ინფორმაციას და კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით ქმნიან ელექრონულ ფიორმატში, ბოლოს, ამ ყველაფერს წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას.

Tuesday, July 10, 2018

მეოთხე დრის რეფლექსია


დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო, ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდების დამატება, ავტვირთეთ ჩვენი შექმნილი ბროშურა, ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტი მოვარგეთ პროექტს.

კავშირი ესგ-ესთან


ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;
  • წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (მაგ.: თბილისელი მოსწავლე ახასიათებს ანჩისხატის ტაძარს ან ნარიყალას ციხეს, გორელი მოსწავლე ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს, ქუთაისელი მოსწავლე ახასიათებს ბაგრატის ტაძარს. . . .);
  • ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს (მაგ.: საერო დანიშნულების - სასახლეები, აბანოები და ა. შ.; თავდაცვითი - ციხე-ქალაქები, ციხეები და ა. შ.; საკულტო დანიშნულების - ტაძრები, ეკლესია-მონასტრები);
  • ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ. წერს თემას, რომელშიც განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს (მაგ.: ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან ელინისტურ ხანაში, ქრისტიანული და აღმოსავლური კულტურების გავლენა შუა საუკუნეები ქართულ კულტურაზე და ა. შ.). 
 ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;
  • წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (მაგ.: თბილისელი მოსწავლე ახასიათებს ანჩისხატის ტაძარს ან ნარიყალას ციხეს, გორელი მოსწავლე ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს, ქუთაისელი მოსწავლე ახასიათებს ბაგრატის ტაძარს. . . .);
  • ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს (მაგ.: საერო დანიშნულების - სასახლეები, აბანოები და ა. შ.; თავდაცვითი - ციხე-ქალაქები, ციხეები და ა. შ.; საკულტო დანიშნულების - ტაძრები, ეკლესია-მონასტრები);
  • ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ. წერს თემას, რომელშიც განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს (მაგ.: ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან ელინისტურ ხანაში, ქრისტიანული და აღმოსავლური კულტურების გავლენა შუა საუკუნეები ქართულ კულტურაზე და ა. შ.). 



 კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.


 ციფრული წიგნიერება

      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
      ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
      დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
      მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
      გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
      ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.

Monday, July 9, 2018

მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ნაყოფიერად წარიმართა, შევისწავლეთ პროექტის მიმართულების განსაზღვრა, დავგეგმეთ სასკოლო პროექტი, გავეცანით ერთმანეთის იდეებს და ბლოგების საშუალებით მივაწოდეთ ჩვენი იდეები,ან შევიტანეთ შენიშვნები. ვისწავლეთ ბროშურის დაგეგმვა, რაც მშობლისთვის საინფორმაცია მნიშვნელობისაა. ვიმუშავეთ ბროშურის დიზაინზე.

Thursday, July 5, 2018

პროექტის იდეა: მოვიძიოთ  ისტორიული ძეგლები ნაფარეულის ზონაზე, სადაც ბევრი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე  ეკლესია-მონასტერია. საკუთარი სოფლის ან ქალაქის ისტორიის ცოდნა მოსწავლეებს უნერგავს წარსულის პატივისცემას, უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაში.   გამოვიკვლიოთ და შევქმნათ ციფრული კატალოგი, რომელიც განთავსდება ინტერნეტ სივრცეში. ეს ხელს შეუწყობს საკუთარი სოფლის კარგად გაცნობას და პოპულარიზაციას. ასევე, მიზანია შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა საუკუნეებში აგებული ისტორიული ძეგლები, თუ რა არის დამახასიათბელი კონკრეტულ საუკუნეში აგებული ძეგლისთვის, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს.
მოსწავლეები თავის ნამუშევარს წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას.